სარეკლამო რგოლები, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიით ხუდონჰესის მშენებლობის სარგებელზეა ორიენტირებულია და გახმოვანებულია ბავშვების ხმით, თავად ინვესტორის მიერაა შეკვეთილი. როგორც ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, აღნიშნულთან მის უწყებას კავშირი არ აქვს და თავად კომპანიამ მიიღო აღნიშნული რგოლის გაშვების გადაწყვეტილება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვის გადაწყვეტილება.
„თვითონ რეკლამას რაც შეეხება, ამ რეკლამასთან ენერგეტიკის სამინისტროს არანაირი კავშირი აქვს. ეს თავად კომპანიამ დაამზადებინა და მათ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია ყოფილიყო მიწოდებული.
მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთული თემაა და ძალიან ბევრი ადამიანი მანიკულირებდა ამ თემით. ვრცელდებოდა სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს მთელი სვანეთი წყალში ჩაიძირებოდა და მთელ რიგ უზუსტობებს ქონდა ადგილი. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის, დარგის განვითარებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ პროექტს აქვს როგორც ეკონომიკური ასევე დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.