„ევრომაიდნების" მომიტინგეების ძალოვანი დაშლა მილიციის მიერ ცემისა და დაპატიმრებების თანხლებით უკრაინის ოთხ ოლქში გაიმართა.
„უკრაინული პრავდა-ს" ინფორმაციით: ჩერკასკში „ავტომაიდნელებისა" და მილიციის დაპირისპირების შედეგად 100 ადამიანის დაშავდა.
დნეპროპეტროვსკი: დაკავებული 15 აქტივისტი ორი თვით იზოლატორში გააგზავნეს.
ამასთან ერთად, უკრაინის 10 რეგიონში (ივანო-ფრანკოვსკის, კიევის, ლვოვის, ვოლინსკის, ჩერნოვიცკის, ტერნოპოლის, რივნენსკის, ვინიცკის, ჟიტომირსკის და პოლტავის) მომიტინგეები აგრძელებენ დაკავებული საქალაქო ადმინისტრაციების შენობების გამაგრებას.