სევასტოპოლის რამდენიმე ორგანიზაცია ფედერაციული სახელმწიფოს - მალოროსიას შექმნის შესახებ აცხადებს. მათ უკვე მომზადებული აქვთ შესაბამისი მიმართვები ქალაქის მცხოვრებთადმი, სამხრეთის ადგილობრივი საბჭოებისადმი, აღმოსავლეთისა და უკრაინის ცენტრისადმი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.
"მომზადებულია მიმართვები უკრაინის ცენტრსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში საოლქო, საქალაქო და რაიონული დეპუტატთა საბჭოებისადმი ფედერაციული სახელმწიფოს - მალოროსიას შექმნის შესახებ ორიენტაციით რუსეთზე. ასევე მომზადებული მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხისადმი, ევროკავშირისა და მსოფლიო თანამეგობრობისადმი",_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაშიუ, რომელიც დღეს სევასტოპოლის საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი სევასტოპოლში შექმნილია „ახალგაზრდული რაზმები, რომლებსაც გადამდგარი ოფიცრები ხელმძღვანელობენ" საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროვოკაციების აღკვეთის მიზნით.
დღეს სევასტოპოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე მიღებულია გადაწყვეტილება „სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში სევასტოპოლი გამოიყენებს რა თავის თვითგამორკვევის უფლებას უკრაინის სამართლებრივი სიბრტყიდან გავა".
იგეგმება ასევე სევასტოპოლის სახალხო ვეჩეს ჩატარება.