საქართველოში საწვავის გაძვირება იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაბთობპროდუქტების შემომტან და რეალიზატორ კომპანიას ფასები არ გაუზრდია, ცხადია ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამო, ისინიც არსებული ფასების „დაჭერას" დიდხანს ვეღარ მოახერხებენ.
როგორც იმპორტიორი კომპანიების საიტზე განთავსებული ინფორმაციებიდან ირკვევა, დღეიდან საწვავის გარკვეულ ტიპზე ფასი მხოლოდ „ლუკოილმა" გაზარდა.
როგორც ირკვევა, „ლუკოილმა" ფასი 2-3 თეთრით გაზარდა. უფრო კონკრეტულად კი „ლუკოილის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღეიდან კომპანიის საცალო ქსელში „პრემიუმ ავანგარდის" ფასი 3 თეთრით გაიზარდა და 2,15 ლარი შეადგინა. 2 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარის" ღირებულება და მისიმა ფასმა დღეიდან 1.99 ლარი შეადგინა.