იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო მდგომარეობის შემოღების თხოვნით მიმართავს იმ შემთხვევაში თუ მომიტინგეები მის მიერ დაქვემდებარებული უწყების შენობას არ გაათავისუფლებენ.
„თუ ნახევარი საათის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს არ გათავისუფლებენ, მე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო მდგომარეობის შემოღების მოთხოვნით მივმართავ",_ აცხადებს მინისტრი.
იუსტიციის სამინისტროს მომიტინგეების მიერ დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები