დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. სესიაზე უკრაინაში არსებული ვითარება განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
ასევე იმსჯელებენ მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით და ევროპაში მიმდინარე მიგრაციაზე. სესიის ფარგლებში, გაიმართება ასამბლეის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოს პარალმენტის ათკაციანი დელეგაცია სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა.