სოჭში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ან თამაშების მსვლელობისას მოსალოდნელია ექსტერემისტების თავდასხმა სპორტსმენებზე და მაყურებლებზე. აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებას ბრიტანეთის ხელისუფლება ავრცელებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ოლიმპიადის ძირითად საფრთხეს დოკუ უმაროვის სპერატატისტული დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც გასულ ზაფხულს ოლიმპიადის ჩაშლის პირობა დადო.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა სოჭში სამართალდამცავთა რაოდენობა 37 ათასამდე გაზარდა და ოლიმპიური ობიექტები ექსტრემისტებისთვის ადვილად ხელსმისაწვდომი ვერ იქნება.