უკრაინის დედაქალაქ კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელში ჩაიგდეს იუსტიციის სამინისტროს შენობა.
უკრაინის შსს-ს აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
წინასწარი მონაცემებით, შენობაში 50 -მდე ადამიანი შეიჭრა.
იუსტიციის მინისტრის ელენა ლუკაშის განცხადებით, „რადიკალებმა შენობა დაარბიეს".
მან ასევე განაცხადა, რომ თუ უახლოეს პერიოდში შენობა არ გათავისუფლდება იგი მიმართავს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინადადებით.