მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტი ორდღიანი და ის 27-28 იანვარს შედგება.
ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ისრაელის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. გაფორმდება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება.
საქართველოს დელეგაციის შემადგელობაში იქნებიან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ რევაზიშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, თანაინვესტირების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი კიკვაძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.