აშშ-ში პენსილვანიის ქალაქ ალტუნაში ბომბის შენახვის გამო 19 წლის რუსეთის მოქალაქ, ვლადისლავ მიფტახანოვი დააკავეს. პოლიციამ მის საცხოვრებელში ჩხრეკა კოკაინის პოვნის მიზნით ჩაატარა და შემთხვევით ასაფეთქებელ მოწყობილობას და მისი შექმნისთვის აუცილებელ კომპონენტებს გადააწყდა.
მიფტახანოვი პენსილვანიის უნივერსიტეტის ალტუნას ფილიალის სტუდენტია. დადგინდა, რომ მან იტერნეტის მეშვეობით შეიძინა ბომბის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები.
პოლიცია არ აკონკრეტებს, რა მიზნისთვის სჭირდებოდა რუსეთის მოქალაქეს ბომბი.
ვლადისლავ მიფტახანოვი ამჟამად დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები