უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტ იანუკოვიჩს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააჩეროს სპეცდანაყოფ „ბერკუტის" წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით კლიჩკო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„როდესაც „ბერკუტი" თავად იწყებს იერიშს და ხალხს ხვრეტს - ეს ხელისუფლების შეგნებული გადაწყვტილებაა. მოვუწოდებ იანუკოვიჩს დაუყოვნებლივ გააჩეროს მებრძოლები! დღეს ხელისუფლება ადამიანების მოთხოვნის საპასუხოდ, თავის ხალხს ხვრეტს. და ეს არის ის, რისი პატიება - არ იქნება.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მომხდარზე თავის პასუხისმგებლობას იანუკოვიჩი და ყველა ის ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომლებიც მის რეჟიმთან ასოცირდებიან", _ განაცხადა კლიჩკომ.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტს მოაშოროს ქუჩიდან სპეცდანაყოფები და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მაიდანის მოთხოვნების შესრულების შესახებ.