ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, ასევე მის თანამოაზრეების მიმართ მუქარა ხორციელდება. ამის შესახებ განცხადება კოპალიანს დღეს პარალმენტში დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა იმის გამო რომ ბრიფინგზე არც ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელი არ მივიდა, მას აღნიშნული განცხადების გაკეთება მხოლოდ ბეჭდური მედიისთვის მიუხდა.
დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ცაგერში მისი ბიუროს ხელმძღვანელთან დაფარული ნომრით უცნობი პირი რეკავდა და ემუქრებოდა როგორც პირადად მას და მის ოჯახის წვერებს, ასევე კარლო კოპალიანს და მისი ოჯახის წევრებს. მუქარაში კი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს სიცოცხლის ხელყოფა ემუქრებოდათ.
კოპალიანი აცხადებს, რომ გუშინ მისი რჩევით მისი ბიუროს ხელმძღვანელმა პროკურატურას განცხადებით მიმართა და აღნიშნულ ფაქტზე საქმის აღძვრა მოითოხვა.
"მან ჩვენება უკვე მისცა ადგილობირვ სამრთალდამცველებს. იმედი მაქვს, საქმე აღიძვრება, ჩატარდება სრულყოფილი გამოძუება, შესაძლებელი იქნება სატელეფონო კომპანიიდან ნომრის ამოცნობა და იმ პირების დაკითხვა ვინც მუქარას ახორციელებდა", - აცახდებს კოპალაიანი.
კოპალიანი იმედოვნებს, რომ მუქარის ავტორის ვინაობა უმოკლეს დროში დადგინდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებს, მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საგანგებო განცხადებით მიმართოს.