პოლიტიკურ არხად გადაკეთებული მეორე არხი უპარტიო დეპუტატების ბრიფინგების გაშუქებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ცნობილი დღეს პარალმენტში დაგეგმილი პარალმენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კარლო კოპალიანის ბრიფინგის დროს გახდა.
გარდა იმისა, რომ ბრიფინგზე არცერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელი არ მისულა, ბრიფინგს არ დაესწრო არც მეორე არხის წარმომადგენელი.
კოპალიანმა საკითხის გარკვევა მეორე არხის ხელმძღვანელობასთან სცადა და მათგან ის პასუხი მიიღო, რომ მეორე არხზე გაშუქდება მხოლოდ იმ პარტიების საქმიანობა, რომლებმაც შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. იმის გამო რომ კარლო კოპალიანი არცერთი პარტიის წევრი არ არის, მას ბრიფინგის გაშუქებაზე უარი უთხრეს.
ამის გამო კარლო კოპალიანი საანგებო განცახდბას პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობითი ფორმით გაუგზავნის. მანამდე კი აცხადებს, რომ მეორე არხის პოლიტიკა არის მცდარი, ვინაიდან მეორე არხის რეფორმირებისას საუბარი იყო საპარალმენტო მუშაობის სურლყოფილ გაშუქებაზე და შესაბამისად გაურკვეველია რა მიზეზით უნდა დაბლოკონ უპარტიო დეპუტატები, მით უმეტეს ოპოზიციონერი.
"როგორც ჩანს თავად მეორე არხის ხელმძღვანელობაც გაურკვევლობაშია და სჯობს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხში დროულად ჩაერიოს" - აცახდებს კოპალიანი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ რაც მეორე არხმა პოლიტიკურ არხად დაიწყო ფუნცქიონირება ჩვეულებრივ შუქდებოდა უპარტიო ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგზებიც. მათ შორის გია ცაგარეიშვილის. ამ ფატქიდან გამომდინარე ჩნდება ეჭვი რომ გადაწყვეტილება ბოლო დღეებშია მიღებული.