შსს შიდა ქართლის სამხარეო სამართველოს უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ამ დროისთვის სოფელ ნიქოზში სიმშვიდეა.
როგორც ჟუღელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, წუხელ გვიან ღამით გორის რაიონ სოფლე ნიქოზის მიმართულებით ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არამიზანმიმართულად ისროდნენ. ერთი ტყვია ადგილობრივი მცხოვრების სახლს მოხვდა.
"მთვრალი სეპარატისტები თითქმის ყოველდღე ისვლიან, თუმცა ეს არ არის მიზანმიმართული სროლები. წუხანდელი ინციდენტის შემდეგ ჩვენ ევროკავშირის დამკვირვებლებს შევატყობინეთ, რომლებიც თავის მხრივ ოკუპანტებს და სეპარატისტებს ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც სროლები შეწყდა. ამ დროისთვის კი ნიქოზში და ადმინისტრაციულ საზღვარზე სრული სიმშვიდეა", - აღნიშნა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით ოსი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიიდან გორის რაიონ სოფელ ნიქოზის მიმართულებით სროლა განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთი ტყვია საცხოვრებელ სახლს მოხვდა.