ცნობილი ავტომრბლოლელი მიხაელ შუმახერი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, შუმახერი, რომელმაც საფრანგეთის კურორტ მერიბელში, თხილამურებზე სრიალისას მიიღო თავის ტრამვა, უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ფორმულა -1"-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 2012 წლიდან მეორედ მიიღო თავის ტრამვა.
44 წლის ავტომრბოლელი გრენობლის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით კი მათივე ინფორმაციით, ავტომრბოლელის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული.