„ჩვენი ამოცანა სავალუტო რეზერვების გაფლანგვით ლარის კურსის არაჯანსაღი შენარჩუნება არაა"- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს, რომელიც აცხადებს, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ აქვს.
„ჩვეულებრივ მცოცავ კურსთან გვაქვს საქმე და აბსოლუტურად არანორმალური შეიძლებოდა ის ყოფილიყო, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვი გაგვეფლანგა და არაჯანსაღი კურსი შეგვენარჩუნებინა. ჩვენი ამოცანა ეს არ არის"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.