კიევში აქციები გრძელდება. მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოს პიკეტირებაც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდანზე ამჟამად 7 ათასი ადამიანია შეკრებილი. სცენაზე უკრაინის საზოგადო მოღვაწები სიტყვით გამოდიან.
აქციის მონაწილეთა შორის კვლავინდებურად რიგდება საკვები და ჩაი. მაიდანზე ასევე ანთებულია კოცონები სადაც ადამიანები თბებიან.
ამასთან ერთად, გაზრდილია მაიდანზე გაშლილი კარვების რაოდენობა.
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი კიეველები 1 დეკემბერს დაკავებული აქციის მონაწილის სასამართლო პროცესის გასაპროტესტებლად არიან შეკრებილნი.