"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. ნამდვილად არ გავაქვს ბევრი დრო გამარჯვებისთვის დარჩენილი. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, ის დიდი ხანია რაც ამ ბრძოლაში მყოფება და იმედი მაქვს ძალიან პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ლევან გაჩეჩილაძე კი ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკებებს ისევ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელებმა" პრიმერის მომხრე პარტიებთან კონსულტაციები დასრულებულად გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაიცავი საქართველოს ლიდერმა ირაკლი ალასანიასთნა შეხვედრა დაანონსა, თუმცა ალიანსის მერობის კანდიდატის და გაჩეჩილაძის შეხვედრა არ შემდგარა.