დღეს, 11 მარტს, თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტო, ალვანში, სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში, თუშეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისა და ტრადიციული პროდუქტის მწარმობლებისთვის ტრენინგს ატარებს.
ტრენინგის თემაა ორგანიზაციული განვითარება და მას 20-მდე მონაწილე ესწრება. სწავლება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის _ "თუშეთის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა" _ ფარგლებში ტარდება.
ტრენინგი 10 მარტს დაიწყო.