დღეს, 11 მარტს, 12:00 საათზე, მარნეულის რაიონში ახალი საჯარო სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი დავით კირკიტაძე, გეიდარ ალიევის ფონდის დირექტორი ანარ აკპეროვი, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.