დღეს, 11 მარტს, თეატრის ცნობილი მოღვაწე, სტოკჰოლმის საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერკალტის~ /შვედეთი/ ხელმძღვანელი კრის ტორში და მისი თანაშემწე კორინა ოპრეა, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მათე ტაკიძეს და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს - ზვიად ელიზიანსა და გიორგი გოგიბერიძეს შეხვდებიან.
კრის ტორში და კორინა ოპრეა ბათუმს 10 მარტს ეწვივნენ. შეხვედრებს კოორდინირებას უწევს ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია "კავკასიის~ პრეზიდენტი ლევან ხეთაგური, რომელიც ამავდროულად ბათუმის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორიცაა.
"ინტერკალტი~ უკვე 20 წელზე მეტი ხანია მოღვაწეობს ევროპაში კულტურის სფეროში. კრის ტორშის ხელმძღვანელობით რამდენიმე წელია ევროპაში ხორციელდება კულტურული პროექტი "ზღვები~, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებს, შარშან აღნიშნულმა საერთაშორისო კულტურულმა პროექტმა მოიცვა შავი ძრვის ქვეყნები ბულგარეთი და თურქეთი, 2010 წელს კი საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება საქართველო, კერძოდ ბათუმი. პროექტის ოფიციალური პარტნიორია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ზაზა ხალვაშმა და კრის ტორშმა ერთმანეთი ლუბლიანაში "აი-თი-ემის~ მორიგ შეხვედრაზე გაიცნეს. კრის ტორშის ვიზიტი ბათუმში მოწმობს იმაზე, რომ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბათუმს და ზაზა ხალვაშს დიდი ნდობა გამოუცხადა.
შვედი სტუმრების მიზანია ბათუმის, როგორც კულტურული ქალაქის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ პროექტში "ზღვები~. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი საერთაშორისო კულტურული პროექტების განხორციელებას, მსახიობების მომზადებას და გადამზადებას და ა. შ..
შვედი სტუმრები ბათუმს 12 მარტს დატოვებენ.