ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ აღაიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი გელხაური დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ გადასცა ყალბი ცნობები, თითქოსდა მან სოფელ აღაიანის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის პირუტყვი ტრანსპორტირებისა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და დაკლა. სამართლადმაცველებმა გელხაური უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.