სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ აფხაზეთში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ იუსუპ ლაკაევს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ლაკაევს ასევე წარედგინა ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შენახვა ტარებაში, ასევე მდინარე ენგურზე მდებარე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
„ლაკაევზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა რასთან დაკავშირებითაც უახლოეს დროში აფხაზეთის გენერალური პროკურატის მიერ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებში გაგზავნილი იქნება შესაბამისი დავალებები, რომელიც ძებნის ორგანიზებისათვის არის საჭირო", _ იუწყება აფხაზური მხარე.