"ახალაია კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი დანაშაული არ მტკიცდება უტყუარი მტკიცებულებებით და თუ ეს მართლა თითიდან გამოწოვილია, რასაც მე ცხადია გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია უნდა გამართლდეს ადამიანი,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მას ეჭვი ეპარება, რომ ახალაიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ იყოს, თუმცა პროკურატურამ ან დასაბუთებული საქმე უნდა წაიღოს სასამართლოში, ან ჯობია საქმეზე ძიება საერთოდ არ დაიწყოს.
"ჩემთვის ცნობილი გახდა ამ განაჩენის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს ამ განაჩენს და და დარწმუნებული ვარ, რომ არ ეთანხმება. ამ შემთვევაში მე ვერ ვიქნები მხარე და ვერ ვისაუბრებ ვერც პროკურორის და ვერც დაცვის და მით უმეტეს ვერც მოსამართლის ნაცვლად. პროკურატურას სასამართლო პროცესზე ვალდებულება აქვს დაასაბუთოს ბრალი და სათანადოდ არგუმენტირებული და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები წარმოადგნოს და სასამამართლო ვადლებულია იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, რომელიც განაჩენს მიიღებს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა კითხვები გვაქვს პროკურატურასთანაც, პროკურატურამ დასაბუთებული საქმე უნდა წაიღოს სასამართლოში. ჯობია საქმე საერთოდ არ დაიწყო და ძიება არ დაიწყოს და საქმე არ აღიძრას, ვიდრე თვეების შემდეგ ჩვენ მივიღოთ გამამართლებელი განაჩენი,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.
დეპუტატისვე თქმით, ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა ასეთ საკითხებზე სათანადოდ მომზადებულად რეაგირებს, რადგან საქმის წამროებაზე ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯება და შესაბამისად, თუ ბრალი ვერ მტკიცდება და ადამიანი უნდა გაამართლონ, ამას უნდა ადეკვატური შეფასება.
მანანა კობახიძის მტკიცებით, მას არ ახსოვს ასე პანტა-პუნტით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები და მრავალწლიანი ტრადიციული მიდგომების ფონზე სასამარლო სისტემის ასე რადიკალურად ტრანსფორმირება ბევრ კითხვებს ბადებს.
"იმდენი უკანონო და დაუაბუთებელი განაჩენი ვიხილეთ წლების განმავლობაში, რა ტრანსფორმირება განიცადა სასამართლომ ამ მოკლე პერიოდში, როდესაც ასეთ პრაქტკად ექცათ ეს ყველაფერი. ეს ან იმაზე მეტყველებს, რომ ისევ სასამართლოშია პრობლემა და ყოფილი მმართველი გუნდის გავლენისგან ვერ თავისუფლდებიან, ან პროკურატურაშია პრობლემა, სადაც ისევ და ისევ ძირითადი კადრები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანშნულები არიან და ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად პროკურატურის დისკრედიტაციისთვის. შეიძლება იმ პროკურორების მოქმედებაშიცაა მიზეზი საძიებელი, ვინც ვერ ამტკიცებს, რომ ბრალი დაამტკიცოს სასამართლოში. შესასწავლია ვინ არიან, როდინდელი და ვის მიერ დანიშნულები და თუ ახლაც ადეიშვილის დაკვეთებს ასრულებენ "ნაცმოძრაობის" ყოფილი ლიდერების სასარგებლოდ, ეს ყველაფერი შესასწავლია. ამ შემთხვევაში კითხვები სასამართლოს წინაშეც მაქვს და პროკურატურის წინაშეც, ამ ყველაფერს დაფიქრება და შესწავლა სჭირდება - არის ეს პროკურატურის მხრიდან არაკვალიფიციურობის ბრალი, ან მართლა ადეიშვილთან შეკრულების საბოტაჟთან გვაქვს საქმე თუ მართლა სასამართლო არ ახდენს ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას და ხომ არ არის "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ. სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა. როდესაც გამამართლებელი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ვერ მიიღწეოდა ამ ქვეყანაში, დღეს ჩვენ უკვე ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე რამდნიმე გამამართლებელ განაჩენს ვიგებთ. ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის დასმის, ანალიზის გაკეთების და ადეკვატური რეაგირების გაკეთების საფუძველია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალაია კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი დანაშაული არ მტკიცდება უტყუარი მტკიცებულებებით და თუ ეს მართლა თითიდან გამოწოვილია, რასაც მე ცხადია გამოვრიცხავ, ცხადია უნდა გამართლდეს ადამიანი, ვინც არ უნა იყოს. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იყოს,"-აღნიშნა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების მუშაობას და მიდგომებს, კობახიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებები ყოველნაირად თავისუფალი უნდა იყო პოლიტიკური მიზნებისგან და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყეტილებებისგან და როგორც ჩანს, ამის მისაღწევად კიდევ საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება.
"მე ძალიან მიჭრის ვთქვა სასამართლომ დაარღვია თუ არ დაარღვია კანონი. ამის შესახებ პროკურატურამ უნდა ასაბუთოს თავის საჩივარში. სამწუხაროდ, სასამართლოს მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს მე პირადად როგორც დეპუტატს. ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი სასმართლო ხელისუფლბაში, რადგან როგორც ჩანს მაინც ვერ არის ეს ინსტანცია ბოლომდე თავისუფალი "ნაციონალური მოძრაობისგან". მოგეხსენებათ როგორც ხდებოდა მოსამართლეების გამწესება, მათი პოლიტიკური ნიშნით დაწინაურება, დანიშვნა თუ გათავისუფლება. მთელი 9 წლის განმავლობაში პოლიტიზირებული იყო სასამართლო და ცხადია 1 წელი საკმარისი ნამდვილად არ იყო იმისთვის, რომ სასამართლოს ყოფილი მმართველი გუნდის მიმართ მიჯაჭვულობა თუ თავისი დამოკიდებულება შეეცვალა. ბევრია სასამართლო სისტემაში გასაკეთებელი, რომ მოსამართლე მაქსიმალურრად დამოუკიდებელი იყოს,"- დასძინა კობახიძემ.