ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთს ე.წ. პარლამენტის სხდომაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ მედიაში ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა ამ შესახებ ორგანიზაცია „ამცახარას" მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
პოლიტიკური პარტია „ამცახარა", რომელშიც აფხაზეთის ე.წ. ომის ვეტერანები არიან გაწევრიანებულნი და რომელიც ანქვაბის მხარდამჭერი პარტიაა ამასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.
„ჩვენ ვიცნობთ სტანისლავ ლაკობას, რომელთანაც წარსულში ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკური საქმიანობა გვაკავშირებდა. თუმცა, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ მისთვის დამახასიათებელი სურვილებით რადიკალური მოქმედებებისა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო ვერ შესთავაზებს საზოგადოებას სახელმწიფოში არსებული პრობლემების გონივრული გადაწყვეტის საშუალებებს.
პირველი „ზარი" აფხაზეთის პარლამენტის სესიაზე გაისმა, სადაც პირადი მოსაზრებებით, საკუთარი სურვილებითა და სტანისლავ ლაკობას მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაკეთებული დასკვნებით რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკითხი დააყენა", _ ნათქვამია „ამცახარას" განცხადებაში.