აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად ნუგზარ აშუბა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. უშიშრობის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან სტანისლავ ლაკოვბა გაათავისუფლა. თავად ლაკობამ, მისი გადაყენების მიზეზად, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში პასპორტიზაციის საკითხებზე ალექსანდრე ანქვაბთან შეუთანხმებლობა დაასახელა.