ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ალექსანდრე ანქვაბის მიერ აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას თანამდებობიდან „უსაფუძვლოდ" გათავისუფლების გამო და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვტილებით, ანქვაბმა საქართველოს მოქალაქეებისათვის აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი დააკანონა.
„საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნის გადაყენებით, პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის უკანონო პროცესის დაკანონება მოახდინა",_ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის განკარგულებაში სტანისლავ ლაკობას თანამდებობიდან გათავისფ;ების მიზეზი დასახელებული არ არის თავად ლაკობა აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი პასპორტიზაციის საკითხი და ანქვაბის საპირისპირო პოზიციის დაკავება გახდა.