აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ანქვაბმა ლაკობას გათავისუფლების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დასახელებული მიზეზი, რომლის გამოც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.