მიკრობლოგი Twitter-ი IPO-ს განხორციელების შედეგად 1,5 მლნ დოლარის მიღებას ვარაუდობს. უკვე ცნობილია, რომ Twitter-ის აქციები ნოემბრის ბოლომდე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
ბირჟაზე გასატანად 70 მლნ აქციას ამაზადებენ, რომელთა ღირებულებაც 17 დოლარიდან 20 დოლარამდე იქნება.
შესაბამისად კომპანიის კაპიტალიზაციამ შესაძლოა 10 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Twitter-მა 1 მლრდ დოლარის სესხი, საფონდო ბირჟაზე პირველი საჯარო შეთავაზებისთვის აიღო.