კახეთში მგლების შემოტევის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. წნორელი თამაზ ჯაოშვილი მგლებისგან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარცხენა ხელის მტევანზე და მუცლის არეში მიღებული იარები დაუმუშავდა. ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა. მიღებული ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ამიტომ დაზარალებული სახლში უკვე გაწერეს.