25 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთობლივ პრეს კონფერენციას გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები