„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", როგორც დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI Europe) წევრი გახდა.
აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება, საშუალებას აძლევს აეროპორტებს, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობის ერთიანი სისტემის შემუშავება, მიიღონ ინფორმაციები ავიაციის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ და ხელი შეუწყოს აეროპორტების ეფექტურ განვითარებას.
საერთაშორისო ორგანიზაცია ACI Europe, ევროპის 44 ქვეყნის 450-ზე მეტ აეროპორტს აერთიანებს, რომელიც შეადგენს ევროპის მთლიანი ფრენების 90 %- ზე მეტს, რაც წლიურად დაახლოებით 1 500 000 000 მგზავრს უტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები