უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის პულის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომ შესაძლოა ყაზახეთიც შეუერთდეს, ყოველგვარი ფორმალობების მოგვარებას უახლოეს ექვს თვეში ვარაუდობენ.
პროექტის მონაწილეები ინფორმაციის გაცვლას და ერთიანი მარკეტინგული პოლიტიკის ჩამოყალიბებას გეგმავენ.
აღნიშნულზე უკვე შეთანხმდნენ დიმიტრი მედვედევი და ნიკოლაი აზაროვი, თუმცა კიევში მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა მხარემ მარცვლეულის პულის შექმნასთან დაკავშირებით, ნეგატიური დამოკიდებულება შეინარჩუნა და აზაროვის განცხადება - მხოლოდ ტაქტიკური ხერხია.
ხორბლეულის ბაზარზე გაერთიანების პირველი იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს, სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ფორუმზე, რუსული მხარის მიერ გაჟღერდა.
დსთ-ს ქვეყნები, შავი ზღვის აუზში ერთმანეთთან კონკურენციის საფუძველზე ერთ ტონა ხორბალზე 10-20 დოლარს კარგავდნენ. სწორედ ამიტომ რუსეთის მხრიდან წამოიჭრა იდეა, ერთიანი სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც რუსეთს, უკრაინასა და ყაზახეთს საშუალებას მისცემდა დომინირება მოეხდინა მსოფლიო ბაზარზე.
2010 წლისთვის გეგმის განხორციელება მწირი მოსავლის გამო შეფერხდა, ხოლო 2011 წელს კი უკრაინის პოზიციის გამო, რომელიც პულის სარგებელს ეჭვქვეშ აყენებდა.
თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ივან ბიუსიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია რუსეთთან და ყაზახეთთან ინფორმაციის გაცვლით.
რაც შეხება ხორბლის პულთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ „ჩვენ არ გვსურს სხვა ქვეყანაზე ვიყოთ დამოკიდებული, რადგანაც უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია"
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს და ყაზახეთს ხორბლის პული უკრაინის მარშუტებზე და შავი ზღვის პორტებზე თავისუფლად წვდომისთვის სჭირდებათ. მისივე განმარტებით, გაერთიანება დანაკარგებს მართლაც შეამცირებს, თუმც რუსეთსა და ყაზახეთს ხორბლის გაყიდვის მაჩვენებელს გაუზრდის.
რას მისცემს რუსეთს მარცვლეულის პულის შექმნა? მარცვლეულის პულის შექმნით რუსეთი იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ბაზარზე კონტროლს ხელში აიღებს, დააწესებს კვოტებს და უკარნახებს ბაზარს ვის რამდენი და რა ფასად უნდა მიყიდოს.
უკრაინის სასოფლო კონფედერაციის პრეზიდენტი ლეონიდ კოზაჩენკოს განმარტებით, მარცვლეულის პულის შექმნა, უკრაინის ხორბლის ექსპორტზე მონოპოლიის დამყარებას გამოიწვევს, შეიქმნება რა ერთი სახელმწიფო კომპანია და ისეთი სიტუაცია როგორიც დღესაა და ბაზარზე რამდენიმე კომპანია ოპერირებს, საბოლოოდ ეს მათ წამგებიანობას განაპირობებს.
„წარმოიდგინეთ უამრავი ტრეიდერი კონტრაქტს სხვადასხვა მყიდველთან გააფორმებს. ხოლო იქ უკვე მას ეუბნებიან, რომ ფასი ერთნაირია ყველასათვის. ყველა ბირჟა მილიონობით დოლარს დაკარგავს და ყველაზე მეტ ზარალს კი ტრეიდერები მიიღებენ"- აცხადებს კოზაჩენკო.
უკრაინაში ამ დრომდე არ საუბრობენ თუ რა კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ მედვედევი და აზაროვი. პოლიტიკური და კონფლიქტების ცენტრის ანალიტიკოსის ალექსანდრე კოშიკის განმარტებით, პრემიერებმა დოკუმენტი პულის შექმნაზე კი არა, არამედ განზრახულობათა მემორანდუმი გააფორმეს.
უკრაინისთვის ეს პოლიტიკური თამაშია, მიიჩნევს კოშეკი. თუმცა კოშეკის განმარტებითვე, ევროკავშირი მარცვლეულის პულის შექმნის წინააღმდეგი იქნება. ნოემბერში ხელი მოეწერება ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. და შესაბამისად ძალაში მათი - განსხვავებული წესები - შევა".