საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს საერთო ჯამში მოსახლეობის მხოლოდ 30% უჭერს მხარს და ეს მაჩვენებელი ათზე მეტ პოლიტიკურ სუბიექტზე ნაწილდება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენი 70% მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის პოტენციური მხარდამჭერია და აუცილებელია, მათ მაქსიმლაურად იაქტიურონ და არჩევნებში მოაწილეობა მიიღონ.
"კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს და ვისაც ჩვენი ესმის, აუცილებლად მოდით. თქვენი არ მოსვლით ეს პროცენტები გაეზრდებათ და ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან სასირცხვილო შედეგი, თქვენც რომ გული გეტკინებათ, რომ თუ კიდევ ამდენი ხალხი უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე შემდგომ. 70% პოტენციური მხარდამჭერიდან იდეალურია, რომ ჩვენ 65% მხარდაჭერა მივიღოთ. მააქსიმალურად თუ მოვლენ ცვენი მხარდამჭერები, მე მაქვს იმის პრეტენზია და ამბივციაც, რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 65%-ც კი. მაგრამ თუ ეს ხალხი იზარმაცებს, რისი ალბათობაც დიდია, ჩვენ შეიძლება მივიღოთ 51, 52 ან 55% და რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ჩემს იმედგაცრუებას გამოიწვევს. ავადმყოფობის უფლებას არ ვაძლევდი საკუთარ თავს და თავი გავწირე და ახლა არჩევნებზე მოდით, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ, რომ სწორი გზით მივდივართ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.