2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5566 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-სექტემბერში 3548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს
მასალის გამოყენების პირობები