დღეს, 6 მარტს, 13:00 საათზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები თელავის სკოლების მასწავლებლებს N1-ელ საჯარო სკოლაში შეხვდებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში საუბრობენ შეხვედრის მიზანი მასწავლებლებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება იქნება.
"ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ექსპერტები პედაგოგებს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხოური ენების ტესტების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, უპასუხებენ მათ კითხვებს.
საცდელი ტესტირებები პროფესიულ უნარებსა და მათემატიკაში თელავში 7 მარტსაა დაგეგმილი", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.