ხვალ, 6 მარტს, ლიტვის საელჩო საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულს გახსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, 11:00 საათზე ფოტო-სურათების გამოფენა "ლიტვის ხედები" გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ლიტვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ლაიმონას ტალატ-კელპსა, საქართველოს პარლამენტის წევრი - ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი, ლიტვის საელჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ლიტვის საელჩოს ურთიერთოებები გასულ წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრის _ მაჟორიტარი დეპუტატის სერგო ქიტიაშვილის ინიციატივით და ლიტვის საელჩოს დაფინანსებით, 2009 წლის 27 ოქტომბერს ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შეიქმნა უფასო ინტერნეტცენტრი, სურამის და ტაშისკარის ბავშვთა სახლებში გაიხსნა ტიხრული მინანქრის, გობელენისა და თექის დამუშავების ცენტრები. საელჩომ ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა დასახელების ელექტრო-მუსიკალური ტექნიკა და სხვა.