ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ჯავშანმანქანა ხრამში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, ოთხი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ჯავშანმანქანა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებს ეკუთვნის. ინციდენტი ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმთან მოხდა. რუსმა სამხედრომ საჭე ვერ დაემორჩილა და გადაიჩეხა.
მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ოთხივე დაჭრილი სამხედრო სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.