ქარელში "შაპიტო"-ს საცირკო წარმოდგენებს დევნილი და ბუფერულ ზონაში მცხოვრები ბავშვები უფასოდ დაესწრებიან. წარმოდგენები 5-დან 17 მარტის ჩათვლით ქარელში და დაბა აგარაში გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურმა აცნობა.
ღონისძიების ორგანიზატორია ქარელის მუნციპალიტეტის გამგეობა, რომელმაც სპეციალურად დევნილი და ბუფერულ ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის შეიძინა ბილეთები. Gგარდა ამისა წარმოდგენას უფასოდ დაესწრებიან 3 წლამდე ასაკის ბავშვებიც,
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ავთანდილ ივანიძე აღნიშნავს, რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებიც მოკლებულნი არიან სხადასხვა გასართობ და კულტურულ სანახაობებს, მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია.