"პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია," - ამ სახელწოდებით დღეს, გუდაურში დასუფთავების აქცია გაიმართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, გოგა ხაჩიძის ამ ინიციატივას გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ-ცენტრალური ბიუროს თანამშრომლები, მწვანე კლუბის წევრები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენეტები გამოეხმაურნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღეს.
მინისტრი მსგავს აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს.
გოგა ხაჩიძემ 2010 წელი დასუფთავების წლად გამოაცხადა. დასუფთავების აქციები კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.