სულიერი ერთობისა და მსოფლიო ხალხთა თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ რუსეთის ნობელის მშვიდობის პრემიაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარადგინა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორი სამშვიდობო როლი შეასრულა მძიმე რაიონებში - განსაკუთრებით ბესლანში, სამხრეთ ოსეთში ჩვენმა პრეზიდენტმა", - განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი ტრაპეზნიკოვმა.
თავისი ხელმოწერა ნობელი კომიტეტისათვის გასაგზავნ წერილზე ასევე დატოვა რუსეთის დუმის დეპუტატმა, სახალხო არტისტმა იოსებ კობზონმა.
თავისი გადაწყვეტილების განხილვას პუტინის წარმდგენლები ნობელის მშვიდობის პრემიის ერთადერთ ცოცხალ რუს მფლობელთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტთან მიხეილ გორბაჩოვთან არ აპირებენ.
ინიციატორთა განმარტებით, პუტინის წარდგენის იდეა არც თავად რუსეთის პრეზიდენთან და არც მის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ არის.
„მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მორიდებულობის გამო ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ, ხალხს, გვაქვს ჩვენს ლიდერზე აზრის გამოთქმის უფლება", _ განაცხადა კობზონმა.
მასალის გამოყენების პირობები