გაეროს მონაცემებით ერაყში მიმდინარე წლის სექტემბერში დაღუპულია 979 ადამიანი და დაჭრილია 2. 133. ამ ციფრებში შედის როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, რომელთა შორისაც 92 ადამიანი მოკლულია 176 კი დაჭრილი.
ყველაზე დიდია მსხვერპლი - ბაღდადში, სადაც ტერაქტებში დაღუპულია 418 ადამიანი კი 1. 011 დაჭრილი. ბაღდადის შემდეგ მოდიან პროვინციები: ნინევე, დიალა, სალახედდინი და ანბარი.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ერაყში დაღუპულია 804 ადამიანი, ივლისში კი დაღუპულთა რაოდენობამ 1. 057 ადამიანი შეადგინა. ტერაქტები ერაყში თითქმის ყოველდღე ხდება.
სულ 2013 წლის დასაწყისიდან ერაყში თითქმის 5 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული და დაჭრილია 12 ათასი.