„ემოციებზე გათვლილი სპექტაკლი" უწოდა ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ქართველი ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „თავისი მიწების ვინმესთვის ჩუქებას არ აპირებს".
„ეს და მსგავსი აქციები, რომლებიც მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ თითქოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არავითარი საზღვარი ბინებაში არ არსებობს, იმას გავს, რომ საფგურიდან უკვე კარგა ხნის წინ წასული მატარებლის შეჩერებას ცდილობ", _ აცხადებს ჯიოევი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს დვანის მცხოვრებთა სავალალო მდგომარეობაზე.
„საქართველოში არსებული სოფლის მცხოვრებლების სავალაო მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლების ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
სამხრეთ ოსეთს არავითარი პრეტენზია არ აქვს სოფლის ტერიტორიაზე, ზუსტად ისევე, როგორც არ პირებს თავისი მიწის არავისთვის ჩუქებას", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ ამ სოფლის მცხოვრებლები თავიანთ სახლებს საკუთარი ხელით ანგრევენ.
„ეს სახლები კი ჯერ კიდევ 2008 წელს არის განადგურებული", _აცხადებს ჯიოევი.