აშშ-ში ფედერალური მთავრობის დათხოვნის პროცესი დაიწყო. ამ წუთებში რესპუბლიკელები და დამოკრატები შესაბამისი რეზოლუციის მიღებაზე მუშაობენ. მსგავსი ფაქტი ქვეყანაში 17 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
წუხელ სენატმა დემოკრატების უმრავლესობით 54 ხმით 46 ის წინააღმდეგ წარმომადგენლობითი პალატის ინიციატივა ჩააგდო, რომელივ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის ერთი წლით გადადებას გულისხმობდა.
მის ნაცვლად კი ფედერალური მთავრობა, დროებით დაფინანსებაზე უნდა გადასულიყო.
სენატმა ბოლო 24 საათში მეორედ უარყო რესპუბლიკელების წინადადება, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელები კანონპროექტის წარდგენას დღეს აღარ აპირებენ და მოლაპარაკების რეჟიმზე გადადიან.
ფედერალური მთავრობის დათხოვნა ქვეყანაში 700 ათასამდე ადამიანის უმუშევრად დატოვებას გულისხმობს. მათ შორის არიან სამხედროები.
ნახევარი საათის წინ სწორედ მათ მიმართა სიტყვით ბარაკ ობამამ და პირობა მისცა, რომ სამუშაოს დაკარგვის სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.