რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს (PSC AMBASSADORS) შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა მათ გამყოფ ხაზებთან შექმნილი ვითარების, კონფლიქტების დარეგულირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის, რუსეთთან, ასევე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაციას ამის შესახევ რეინტეგრაციის საკითხები სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს იყო საინტერესო შეხვედრა. ელჩებს გავაცანი საქართველოს მთავრობის პოლიტიკა როგორც კონფლიქტების, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით. ასევე, ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიის რეალიზაციას და როგორ ვხედავთ ევროკავშირის ჩართულობას ამ მიმართულებით.
აღვნიშნე, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერა, მით მეტად გაიზრდება ნდობა ევროკავშირის მიმართ არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზურ და ოსურ მოასხლეობაშიც. ამასთან, გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საზოგადოებები ნათლად დაინახავენ განსხვავებას დანარჩენს საქართველოსთან", _ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები