საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს აუწყებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით შუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„ეს წერილი განმარტავს „აფხაზეთსა" და „სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით წამოჭრილ ბოლოდროინდელ საკითხს.
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ)-ის ქარტიის თანახმად სპორტსმენი წარდგენილი უნდა იყოს მისი შესაბამისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (ეოკ)-ის მიერ.
ოლიმპიური ქარტიის მიხედვით სოკ-ი არ აღიარებს არც „აფხაზეთს" და არც „სამხრეთ ოსეთს".
სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ.
სოკ-ის პროტოკოლი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ტერიტორიების შემადგენლობა სოკ-ის აღიარების მიხედვით მკაცრად უნდა იყოს დაცული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ ყველა მათ მიერ განხორციელებულ თამაშებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მათ შორის და არა მარტო სააკრედიტაციო სისტემის გათვალისწინებით", _ ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წერილში.