აფხაზეთი მზად არის სოჭის ოლიმპიადის სტუმრების განსათავსებლად ადგილები გამოყოს. ასევე მზადაა სტუმართა საექსკურსიო ობიექტების მონახულებას შეუწყოს ხელი. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
ამასთან ერთად ანქვაბმა აღნიშნა, რომ ჯერ ჯერობით გაურკვეველია თუ რა რეჟიმში იმუშავებს „საზღვარი" ოლიმპიადის მსვლელობის დროს.
„თუ საჭირო გახდება ადგილების გამოყოფა სტუმართა განსათავსებლად ჩვენ ამისათვის მზად ვართ. მზად ვართ ასევე ხელი შევუწყოთ ექსკურსიების მიერ ობიექტების მონახულებას.
მოკლედ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ჩვენი ტრადიცია მოითხოვს: დავეხმარებით მეზობელს მაშინ როდესაც მას ზეიმი აქვს", _ განაცხადა ანქვაბმა.