ფინანსთა მინისტრი, თანაინვესტირების ფონდის დახმარებით ქვეყანაში 12 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის შემოდინებას მოელის. როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, აღნიშნული ინვესტიციები ქვეყანაში 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდება.
„მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი. თანაინვესტირების ფონდში" აკუმულირებულია 6 მლრდ დოლარი და იმედი გაქვს, რომ ფონდის კაპიტალი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აღნიშნული პროექტის დახმარებით საქართველოში 10-12 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, 3-4 წლის განმავლობაში"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი - 6 მლრდ დოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას - ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ
ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს