ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი აფხაზეთის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებს. . ინფორმაციას ამის შესახე რუსული მედია ავრცელებს.
საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ნარიშკინისათვის კითხვის დასასმელად უკვე ჩაწერილია 40 ევროპარლამენტარი, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა- პასუხის რეჟიმი მხოლოდ ერთ საათს გრძელდება.
„მოსალოდნელია აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და რუსეთის თემატიკის განხილვა. ნარიშკინის გამოსვლა ევროპარლამენტარების წინაშე 1 ოქტომბერს იგეგმება", _ განაცხადა პუშკოვმა.