რუსი სამხედროები სოხუმში აღლუმის ჩასატარებლად ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის დღისა და სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუდაუთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას", _ იუწყება რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები სოხუმის ცენტრში მდებარე „დიდების მემორიალის" გვირგვინებით შემკობით დაიწყება და ვლადისლავ არძინბას საფლავთან გაგრძელდება სადაც საზეიმო მარშით ჩაივლია „აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუდაუთის სამხედრო ბაზის წარმომადგებლები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთისა და დონის კაზაური შენაერთები".
„საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ -რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის თურქული დიასპორის დელეგაციები. ასევე სტუმრები იაპონიიდან და იტალიიდან.
ღონისძიებები სოხუმის სტადიონზე გამართული კონცერტით დასრულდება.